გვატემალაში მიტოვებული კონტეინერიდან 126 მიგრანტი გაათავისუფლეს
BBC-ის ინფორმაციით, გვატემალას პოლიციამ მიტოვებული კონტეინერიდან 126 მიგრანტი გაათავისუფლა. გემზე დასადები კონტეინერი გზის პირა, ქალაქებს – ნუევა კონსეპსიონესსა და კოკალესს შორის აღმოაჩინეს. ხელისუფლების ცნობით, ისინი კონტრაბანდისტებმა მიატოვეს, რომლებსაც მიგრანტები მექსიკის გავლით აშშ-ში უნდა გადაეყვანათ. პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა ჰაიტიდანაა, მათ პირველადი დახმარება გაუწიეს და გვატემალის მიგრაციის ინსტიტუტში განათავსეს, რის შემდეგაც ჰონდურასში გადაიყვანენ.