11 ადამიანი დაშავდა ავარიის შედეგად კახეთში, მათ შორის 9 ტურისტია
11 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის, 9 უცხოელი ტურისტი, 1 მძღოლი და 1 გიდია. თერთმეტივე პირი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მოქალაქეებს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვთ მიღებული. სპეციალისტების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსები…