ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარს აცხადებს
ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარს აცხადებს – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწესდა კვოტა უკრაინის 5 000 მოქალაქისთვის, რომლებიც შეძლებენ ქვეყანაში შესვლას და მისი ნაწილი უკვე გამოყენებულია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილებას არამეგობრულ ნაბიჯად აფასებენ. “ვთვლით, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება და შინაგან საქმეთა სამინისტროს…