ქუთაისის აეროპორტს ახალი სერვისები ემატება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ახალი და აღდგენილი მიმართულებების მატებასთან ერთად, ახალი სერვისებიც ემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს. „ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე, რაც გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ეს ნიშა ჯერჯერობით შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ…