ვიზა

  • საბერძნეთმა ვიზების გაცემა შეაჩერა

    რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა. 27 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეები საბერძნეთის ვიზაზე განაცხადის შეტანას ვერ შეძლებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეაჩერა. მათ შორის, ბულგარეთმა და ესპანეთმა. მანამდე, საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებზე “ოქროს ვიზების” გაცემა შეაჩერა, რომელიც საინვესტიციო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვას გულისხმობს.

  • შსს-მ აშშ-ის ვიზის და დასაქმების დაპირების თაღლითური სქემა გაშიფრა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარმა სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით – 1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს – მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის…

  • 10 000 $ ყალბი ვიზის დამზადებაში – თაღლითური სქემა

    თაღლითობა ვიზებით – “ტვ პირველმა” აღმოაჩინა სქემა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მოქალაქეთა დიდი ჯგუფი ტრანსნაციონალური დანაშაულის მსხვერპლია. ასამდე ქართველი ციხეს შემთხვევით გადაურჩა. უცხო ქვეყნის საზღავრზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ 10 ათასი დოლარი ყალბი ვიზის დამზადებაში გადაიხადეს. ირკვევა, რომ თაღლითების ჯგუფი ადამიანებს სოციალურ ქსელში უკავშირდებიან და დიდი ფულის სანაცვლოდ ავსტრალიის ვიზის დამზადებას სთავაზობენ. მოტყუებულები მხოლოდ საზღვარზე იგებენ,…