თბილისში დააკავეს ექთანი და 2 პირი
სამართალდამცავებმა დააკავეს 2 პირი, რომლებმაც აუცრელი მოქალაქე კოვიდვაქცინირებულთა ბაზაში 150 ლარის სანაცვლოდ დაარეგისტრირეს. დაკავებულთაგან ერთი არის ექთანი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს კოვიდზე ცრიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, ექთანმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი…