თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება. როგორც გაბუნიამ განმარტა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ფონი მძიმეა, რაც ლოკდაუნის შესაძლებლობას არ იძლევა.

ამასთან მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ქვეყანას უკვე ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვს.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

“ამ ეტაპზე, ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან სოციალური ფონი, ასევე ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა”,-თქვა თამარ გაბუნიამ.