სროლა ვაზისუბანში – დაჭრილია ერთი ადამიანი

ვაზისუბანში, სულაქველიძის ქუჩაზე 45 წლამდე კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

კაცს ერთი ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დღის პირველ ნახევარში ორი გასროლა გაიგეს, ქუჩაში გამოსულებს კი კაცი დახვდათ დაჭრილი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი, 118 -ე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

Similar Posts

  • უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ვადა 10 წლამდე მცირდება

    ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. „2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს…

  • ცენტრი “ემპათია” განცხადებას ავრცელებს

    ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” აცხადებს, რომ თანახმაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ პარიტეტულ სამედიცინო კონსილიუმში მონაწილეობაზე. განცხადებას emigrantebi.ge/ უცვლელად გთავაზობთ: “გუშინ (16/11/2021წ.) საღამოს, ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის შექმნის თაობაზე. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობის მიღება. წინამდებარე განცხადებით ცენტრი “ემპათიას”…

  • შეძრული ვარ იტალიაში მომხდარი ტრაგედიით – შოთა სიხარულიძე

    გარდაიცვალა იტალიაში… რეჯო კალაბრია, არქში… 😢😢😢😢 .. შეძრული ვარ ტრაგედიით. წერს სოციალურ ქსელში შოთა სიხარულიძე ამ ქალაქში 50 წლის ქართველმა მომვლელმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,მეოთხე სართულიდან ვარდნას მოჰყვა სიკვდილი. ვწუხვარ ძალიან! ადამიანებო, სიცოცხლე ვალია,მოგვცა გამჩენმა და გვითხრა,არ მიმატოვოთ და არ მიგატოვებთ! ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ სიცოცხლეს!შეგვიძლია გადავდგათ მთები, შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი,მაგრამ არ შეგვიძლია სიცოცხლისთვის…

  • როგორ გადანაწილდა მანდატები თბილისის საკრებულოში

    ცესკო-ს მიერ მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მეორე ტური გაიმართა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 55.523 პროცენტი (37 289 ხმა) მიიღო. ხმათა 44.477 პროცენტი (29 871 ხმა) აქვს მის კონკურენტს, ოპოზიციის კანდიდატს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელ ბორის ყურუას. თბილისის დანარჩენ ოლქებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე…

  • ვარკეთილში ხანძარი გაჩნდა

    თბილისში, ვარკეთილის რაიონში, კომპანია “ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც emigrantebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

  • სიახლე “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით

    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში ვაქცინირებულ მოქალაქეებს,  აცრის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება ეძლევათ, რის შედეგადაც ისინი Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ. “2021 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ „მწვანე პასპორტის“ სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები. იმისათვის, რომ „მწვანე პასპორტზე“ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უფრო მოსახერხებელი, შეიქმნა ელექტრონული აპლიკაციები…