გავრცელებული ინფორმაციით, შოკისმომგვრელი შემთხვევა კერკირაზე დღეს მოხდა. მოკლულია ფრანგულ-ბერძნული წარმოშობის მამაკაცი და ბერძენი ქალი. ირკვევა, რომ მათი დახოცვის შემდეგ დამნაშავემ, რომელიც ასევე ბერძენია და მათ მეზობლად ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც პოლიცია იუწყება, მამაკაცს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, როგორც კი სამიზნეები დაინახა, მაშინვე სროლა ატეხა და ორივე ადგილზე მოკლა.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

თავიდან ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომ დამნაშავე იყო მიმალვაში, რომ ჰყავდა მძევალი და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ, მედიის ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სასტიკი დანაშაულის მიზეზი მოკლულებსა და მკვლელს შორის პირადი უთანხმოება გახდა, თუმცა, ზუსტად რაზეა საუბარი, უცნობი რჩება.

წყარო georgians.gr