2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან. მიგრაციული სალდო 15 732 ადამიანს შეადგენს.

2020 წელს, იმიგრანტების 74.1 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 58.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8 პროცენტი და ემიგრანტების 86.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შეგახსენებთ, ქართველი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირედით, 0.3 პროცენტით, გაიზარდა. 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732).