სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House-ი აქვეყნებს მოროგს საინტერესო პოსტს სანატორია 2020 -ის თაობაზე, სადაც იგი წერს:

✅სანატორიის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება.ეს პროცესი ბუნებრივია , ისევე როგორც ბუნებრივია პროცესის დასრულების საკმაოდ ნელი ტემპები.
დრო გადის და გარშემო -განსაკუთრებით სოციალური ქსელებიდან , ტრიალებს უამრავი საოცარი, დაუზუსტებელი და ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე მისული ინფორმაციები. ჩვენი გუნდი უმორჩილესად გთხოვთ, სანამ რაიმე სახის კონკრეტულ მოქმედებას გადაწყვეტთ, ან “აიძულებთ’ თქვენს დამსაქმებლებს რომელიმე ფეისბუკ სივრცეში ამოკითხული “ვალდებულების” შესრულებას , ან სანამ უბრალოდ რაიმეზე ძალიან ინერვიულებთ-გადაამოწმეთ ინფორმაცია კომპეტენტურ ადამიანებთან .
✅აქტუალური თემებიდან -დამსაქმებლის გარდაცვალება, სამსახურიდან განთავისუფლება, სამსახურის დატოვება, ახალ სამუშაო ადგილზე გაფორმებულ სამუშაო კონტრაქტი და ასე შემდეგ – დღეს ვისაუბრებთ როგორ უნდა ვმართოთ პრაქტიკა დამსაქმებლის გარდაცვალების შემდეგ

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

🔴 ვარიანტი 1
დამსაქმებელმა გააკეთა სანატორიის მოთხოვნა , მიუთითა რომ მასთან მუშაობდი კონკრეტული თარიღიდან და პრეფექტურაში გამოძახებამდე გარდაიცვლა. როგორ ხდება ასეთი სახის პრაქტიკის დასრულება. პირველი და აუცილებელი უნდა მოხდეს კომუნიკაცია გარდაცვალების შესახებ ადგილობრივ პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებაში-უნდა გადაიგზავნოს წერილი სერთიფიცირებულ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით , (pec) ან გაიგზავნოს დაზღვეული წერილი პრეფექტურის მისამართზე, ან მოხდეს უშუალოდ მისვლა და დოკუმენტების დატოვება პროტოკოლის განყოფილებაში.
ამ ყოველივეს შემდგომ უნდა დაელოდოთ პროფექტურის მხრიდან კომუნიკაციას შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით . პარალელურად უნდა მოხდეს არსებული კონტრაქტის გაუქმება . ვინაიდან მითითებული გაქვთ მოთხოვნაში სამუშაოს დაწყების თარიღი, უნდა მოხდეს გადახდა ახალი “კონტრიბუტი ფორფეტარიო” , კანონით დადგენილი 156 ევროს ოდენობის ყოველ მითითებულ თვეზე. ეს გადასახადი აუცილებლად უნდა წარადგინოთ პრეფექტურაში, როცა გამოგიძახებენ, გარდაცვალების მოწმობასთან და სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად.
‼️ყურადღება-ეს პროცედურა უნდა გაიაროს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც განაცხადის გაკეთების დროს აქვს დაფიქსირებული სამუშაოს დაწყების თარიღი , და გარდაეცვალა დამსაქმებელი ‼️

🔴 ვარიანტი 2.
დამსაქმებელმა შეიტანა სანატორიის მოთხოვნა, თარიღის არ მითითებით. ანუ აირჩია მეორე ვერსია-მსურს ავიყვანო სამუშაოდ. გარდაიცვალა კონტრაქტის დადებამდე.
რა პროცედურაა გასავლელი ამ შემთხვევაში-ხდება კომუნიკაცია გარდაცვალების შესახებ პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებაში -უნდა გადაიგზავნოს წერილი სერთიფიცირებულ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით , (pec)ან გაიგზავნოს დაზღვეული წერილი პრეფექტურის მისამართზე, ან მოხდეს უშუალოდ მისვლა და დოკუმენტების დატოვება პროტოკოლის განყოფილებაში.
ამ ყოველივეს შემდგომ უნდა დაელოდოთ პროფექტურის მხრიდან კომუნიკაციას შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით
‼️ყურადღება-ასეთ შემთხვევაში დამსაქმებლის ოჯახს არ აქვს არანაირი ვალდებულება კონტრიბუტის გადახდის, ამიტომ მოერიდეთ “სკანდალს” ‼️

🔴 ვარიანტი 3
დამსაქმებელმა შეიტანა სანატორიის მოთხოვნა, თარიღის არ მითითებით. ანუ აირჩია მეორე ვერსია-მსურს ავიყვანო სამუშაოდ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გააფორმა კონტრაქტი . ამის შემდეგ გარდაიცვალა . როგორ მიდის პროცესი ამ დროს- – იგივენაირად უნდა გადაიგზავნოს კომუნიკაცია გარდაცვალების შესახებ სერთიფიცირებულ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით , (pec)ან გაიგზავნოს დაზღვეული წერილი პრეფექტურის მისამართზე, ან მოხდეს უშუალოდ მისვლა და დოკუმენტების დატოვება პროტოკოლის განყოფილებაში.
ამ ყოველივეს შემდგომ უნდა დაელოდოთ პროფექტურის მხრიდან კომუნიკაციას შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით.
‼️ყურადღება -ამ შემთხვევაში ხდება სამუშაო კონტრაქტის დახურვა და სამუშაო პერიოდის კონტრიბუტების გადახდა ‼️

🔴ვარიანტი 1. 🔴 ვარიანტი 2 🔴 ვარიანტი 3

სამივე შემთხვევაში ელოდებით პრეფექტურიდან გამოძახებას. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება , რომ მიიღოთ ბინადრობის მოწმობა, როგორც სამუშაოს მაძიებელი (-in attesa di occupazione) , ამ ბინადრობის მოწმობის ვალიდურობა იქნება ერთი წელი და ჩვეულებრივად განახლებადია ვადის გასვლის შემდეგ სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე.

აქედან გამომდინარე არ შეიძლება კონტრაქტის გაფორმება მოითხოვოთ ახალ სამსახურში პრეფეტურაში გამოძახებამდე. ან გაგიფორმონ კონტრაქტი. ეს არის კანონდარღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ გაკეთებული სანატორია, სანამ არ მოხდება პრეფექტურის მიერ უფლების მონიჭება ბინადრობის მოწმობის განაცხადის “კოდიჩე ფისკალეს” სრულყოფილი ვერსის მონიჭება , არ მოხდება ამ საბუთების პოლიციის განყოფილებაში გადაგზავნა (ფოსტის kit -ი) , და ხელთ არ გექნებათ ე. წ რიჩევუტა -აბსოლუტურად გამორიცხეთ კონტრაქტის თემა ახალ დამსაქმებელთან ‼️

🔴 ვარიანტი 4
დამსაქმებელმა გააკეთა სანატორიის მოთხოვნა, პრეფექტურაში შეხვედრა უკვე გავლილი გაქვთ, გადაგზავნილია პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტები, იცით ანაბეჭდების თარიღი და გარდაიცვალა დამსაქმებელი.
დაიხურება სამუშაო კონტრაქტი, დაიფარება კონტრიბუტები კონტრაქტის გაწყვეტის დღემდე და აბსოლუტურად მშვიდად შეგიძლით სამუშაო კონტრაქტით დაიწყოთ ახალ ადგილზე მუშაობა. ანაბეჭდებზე წარადგენთ ყველა ამ დოკუმენტს.
#centroservizigeohouse გისურვებთ წარმატებებს, მოთმინებას და სანატრელი საბუთის საკითხის დროულად და უმტკივნეულოდ მოგვარებას. ❤
გვახსოვდეს, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს.
გვახსოვდეს, რომ სოციალური ქსელების ნიუსები ყოველთვის არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმატივებს. ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარი და გარშემო მყოფი ადამიანების სიმშვიდეს ❤