თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

საფრანგეთი ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობებს ამსუბუქებს, არავაქცინირებულებისთვის კი ამკაცრებს.

Reuters-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით (“ფაიზერი”, “მოდერნა”, “ასტრაზენეკა” , “ჯონსონ ენდ ჯონსონი”) აცრილი პირებისთვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

არავაქცინირებულმა პირებმა კი, რომლებიც ქვეყანაში შესვლას გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებისა და საბერძნეთიდან მოისურვებენ, 18 ივლისიდან საზღვარზე უნდა წარადგინონ COVID-19-ის ნეგატიური ტესტი, რომლის ჩატარებიდანაც გასული იქნება 24 საათზე ნაკლები.

ტუნისიდან, მოზამბიკიდან, კუბადან და ინდონეზიიდან შესვლის მსურველ მგზავრებს, რომლებმაც მოგზაურობის მიზეზიც უნდა განმარტონ და უარყოფითი ტესტის პასუხიც წარადგინონ, 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.