საფრანგეთში, 3 აპრილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რომელიც ძალაში სულ მცირე ერთი თვის ვადით იქნება. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, 96-ვე დეპარტამენტში 19:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება. ამასთან, აკრძალულია საცხოვრებელი ადგილის არაუმეტეს 10 კილომეტრის დისტანციით დატოვება. დასაქმებული მაცხოვრებლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავლენ. 5 აპრილიდან სკოლები და საბავშვო ბაღები სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში დაიკეტება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ლექციებს კვირაში ერთხელ.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, კარანტინის მიზეზი COVID-19-ის ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულა რაოდენობა 4.7 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 96 ათასს აღემატება.