საფრანგეთის საზღვაო ძალებმა დააკავეს რამდენიმე ნავი, სადაც 159 არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. ისინი ინგლისის არხის გადალახვას ბრიტანეთში გადასასვლელად ცდილობდნენ.

რეგიონული მონიტორინგისა და სამაშველო ოპერაციების ცენტრმა (CROSS) განაცხადა, რომ რამდენიმე მიგრანტი, რომლებიც გასაჭირში იმყოფებოდნენ, გადაარჩინეს და პოლიციას გადასცეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მთავრობის განცხადებით, მაშველებმა პირველ ნავზე 26 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის ორი ქალი და ოთხი ბავშვი. ჰიპოთერმიის გამო ბევრ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის შემდეგ მაშველებმა კიდევ ხუთი ნავიდან 121 არალეგალური მიგრანტი გამოიყვანეს. გარდა ამისა, სავაჭრო გემმა CROSS-ს განუცხადა, რომ გასაჭირში მყოფი 12 მიგრანტი იპოვა, თუმცა ისინი ამინდის გაუარესების გამო პოლიციისთვის არ გადაუციათ.