საქართველოს საელჩო საფრანგეთში ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

იაფი ავიაბილეთები


” საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.

დღეს, ღამის 12 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება.

არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები.

მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს.

ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა დარჩნენ სახლებში,

სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში კი, უნდა დარეკოთ ნომერზე: 15.

საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის ნომრებს: (+33)783318689, (+33)659988869 “, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds