მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, თავშესაფრის ბარათები (ასილო), რომლებიც ავტომატურად იყო გადავადებული 31 მარტამდე, ისევ ავტომატურად გადავადდა 2021 წლის 30 ივნისამდე (30/06/2021).

აღნიშნული ბარათების გადასავადებლად საჭიროა ელექტრონული ვიზიტის დანიშვნა, რაც ამ დროისთვის არ არის შესაძლებელი, ვინაიდან თავშესაფრის სამსახური ამ მხრივ არ მუშაობს, კარანტინიდან გამომდინარე. შესაბამისად, ისევ მოხდა ავტომატური გადავადება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ცხადია, როდესაც ელექტრონული სისტემა გაიხსნება და შესაძლებელი იქნება ახალი ვიზიტების დანიშვნა, გადავადებისთვის, აპლიკანტებმა უნდა დანიშნონ ახალი ვიზიტი.

*რაც შეეხებათ მათ, ვისაც დანიშნული აქვს ინტერვიუ, უნდა მიბრძანდნენ ჩვეულებრივად, ბარათზე მითითებულ დროს.

დამატებითი ინფორმაციითვის მიმართეთ თქვენს ადვოკატს.

წყარო georgians