თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შესახებ საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს.

საელჩო წერს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა დაღუპულის ოჯახის წევრთან და მიმდინარეობს მუშაობა მის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის ქალბატონი მ.ხ-ს გარდაცვალების თაობაზე.

პირველ რიგში, საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. აქვე, გვსურს გაცნობოთ, რომ ინფორმაციის მიღების მომენტიდან საელჩო კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. საელჩოს მიერ ჩართულნი არიან გადამსვენებელი ბიუროები და გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დროულად და ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით გადავასვენოთ სამშობლოში.

საელჩო გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს იკავებს, გაასაჯაროოს სხვა დეტალები გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, ამ მძიმე წუთებში გვერდით დავუდგეთ გარდაცვლილის ოჯახს და თავი შეიკავოთ ყოველგვარი გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

საქმე ეხება საბერძნეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, რომლის ოჯახიც დღეს, დღის განმავლობაში დახმარებას ხელისუფლებას სთხოვდა. ამბობდნენ, რომ ქალი ათენში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი, სადაც ის მუშაობდა, მის გადმოსვენებაზე უარს ამბობდა და განმარტავდნენ, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მომხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. გარდაცვლილი ქართველი ქალის დამსაქმებელი გადმოსვენებაზე უარს ამბობს