როგორ მოვიპოვოთ იტალიაში უფასო სამედიცინო ბარათი_”Tessera sanitaria”

სამედიცინო ბარათი-“Tessera sanitaria” არის პირადი დოკუმენტი,რომელიც იძლევა იტალიაში ჯანდაცის სერვისებით სარგებლობის საშუალებას.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

სამედიცინო ბარათზე წერია:
_პირადი მონაცემები-(სახელი,გვარი,დაბადების თარიღი და ადგილი);
_ფისკალური კოდი-“codice fiscale”;
_ბარათის მოქმედების ვადა;
_ჯანდაცვის რეგიონალური მონაცემები.

რა დანიშნულება აქვს სამედიცინო ბარათს?

სამედიცინო ბარათის საშუალებით, შესაძლებელია სარგებლობა ჯანდაცვის შემდეგი სერვისებით:

_ოჯახის ექიმი/პედიატრი;
_უფასო ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოებში;
_ფარმაცევტული დახმარება;
_ზოგადი სამედიცინო ვიზიტები კლინიკებში;
_სპეციალისტთან სამედიცინო ვიზიტები;
_ადგილობრივი სამედიცინო ვიზიტები;
_ვაქცინაცია;
_სისხლის ტესტები;
_რენტგენი;
_ულტრაბგერითი სკანირება;
_მედიკამენტები;
_რეაბილიტაცია და პროთეზირება;
_სხვა ძირითადი დახმარების გაწევა სხვადასხვა სამედიცინო სტრუქტურებიდან.

სამედიცინო ბარათი იძლევა ექიმთან მისვლის, აფთიაქში მედიკამენტის შეძენის, ლაბორატორიაში ანალიზის შეკვეთის, საავადმყოფოში და “ASL”- ში სპეციალისტთან ვიზიტის საშუალებას
(“ASL” – ადგილობრივი სამედიცინო ორგანო).

სამედიცინო ბარათის გამოყენება შესაძლებელია ფისკალური კოდის-“Codice fiscale” ბარათის ნაცვლად.

სამედიცინო ბარათის საშუალებით, ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც იტალიაში,ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.

ვის შეუძლია ისარგებლოს სამედიცინო ბარათით?

სამედიცინო ბარათით სარგებლობა შეუძლია არა მარტო იტალიის მოქალაქეს,არამედ იმ პირსაც,რომელსაც აქვს რეგულარული ბინადრობის ნებართვა,ან არის ბინადრობის ნებართვის მოლოდინში;
ასევე მას,რომელიც აკეთებს ვადაგასული ბინადრობის ნებართვის განახლებას შემდეგი მოტივებით:
_დაქვემდებარებული, ან თვითდასაქმებული სამუშაო;
_ოჯახური გაერთიანების მოტივი;
_პოლიტიკური თავშესაფარი;
_ჰუმანიტარული თავშესაფარი;
_ თავშესაფრის მოთხოვნა საერთაშორისო თავდაცვის საფუძვლებზე;
_შვილად აყვანის მოლოდინი;
_მინდობით აღზრდა;
_ბინადრობის ნებართვა სტუდენტური მოტივით;
_ბინედრობის ნებართვა სამედიცინო მკურნალობის მოტივით და ა.შ.
ასევე მას,ვინც ელოდება ბინადრობის ნებართის საკითხს სამუშაოს,ან ოჯახური გაერთიანების მიზნით და არის დაწყებით ფაზაში,(მათ შორის სანატორია 2020-ის მონაწილეს).

იმ პირს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე,შეუძლია ისარგებლოს “STP”-ის პროგრამით,რომელიც გულისხმობს არალეგალი უცხოელის უფასო სამედიცინო მომსახურებას, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის მიზნით.

“STP” ბარათის ხანგრძლივობა არის 6 თვე და ექვემდებარება განახლებას კიდევ 6 თვის განმავლობაში.

“STP” ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაუდებელი,ან აუცილებელი,თუნდაც უწყვეტი სამედიცინო მომსახურება კლინიკებსა და საავადმყოფოებ
ში და იძლევა მონაწილეობის საშუალებას ეროვნული ჯანდაცვის სისტემის “SSN” მიერ გათვალისწინებულ, პრევენციულ პროგრამებში- (მაგალითად ვაქცინაციები).
(მუხლი-35,პუნქტი-3, ემიგრაციის საკანონმდებლო განკარგულება 286/98)].

სად შეიძლება სამედიცინო ბარათის აღება?

სამედიცინო ბარათის ფლობისთვის საჭიროა დარეგისტრირება ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემაში “SSN”.
ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემაში “SSN” დარეგისტრირება ხდება “ASL”-ის-(ადგილობრივი სამედიცინო ორგანო) ოფისებში.

ASL”-ში წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

_მოქმედი ბინადრობის ნებართვა,ან ბინადრობის ნებართვის განახლების მოთხოვნა საფოსტო განყოფილების ან პოლიციის შტაბის მიერ გაცემული ქვითრით-(Ricevuta);
_საცხოვრებელი ადგილის მითითება– სტუმრიანობის,ან რეზიდენციის დეკლარაცია-(ospitalità/residenza);
_ფისკალური კოდი-(codice fiscale).

ოჯახის გაერთიანების მიზეზით ბინადრობის ნებართვის მოლოდინის შემთხვევაში,აუცილებელი დოკუმენტებია:

_ვიზა;
_ქვითარი,რომელიც საფოსტო განყოფილებამ გასცა,სადაც ნაჩვენებია ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის მიმართვა-(Ricevuta);
_”Sportello Unico”-(პრეფექტურა)– ს მიერ გაცემული უფლებამოსილების ასლი.

სამედიცინო ბარათის მოქმედების ვადა:

სამედიცინო ბარათის მოქმედების ვადა ტოლფასია ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადისა.

ბინადრობის ნებართვის მოლოდინის შემთხვევაში,ოჯახური გაერთიანების,ან სამუშაოს-(იგულისხმება ასევე სანატორია 2020-ის პრაქტიკები) მოტივებით,ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის “SSN” რეგისტრაცია დროებითია;

ბინადრობის ნებართვის წარდგენის შემთხვევაში,სამედიცინო ბარათის მოქმედების ვადა გაგრძელდება იქამდე,სადამდეც მითითებული იქნება ბინადრობის ნებართვის ვადა.

წყარო