რა უნდა იცოდეთ, როდესაც გადაწყვეტთ გახდეთ ემიგრანტი! – იტალიური პროფკავშირების “ანოლფის“ ქართველი ოპერატორის, ფიქრია კუჭუხიძის რჩევები.

ემიგრანტი აუცილებლად უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას: ქალაქის სახელწოდება; საქართველოს საკონსულოს მდებარეობას რეგიონის მიხედვით. ჩაინიშნეთ საკონსულოს მისამართი და ტელეფონის ნომრები. გარდა შენი ქვეყნის საკონსულოს კონტაქტებისა, მოიპოვეთ ინფორმაცია, მიმღებ ქვეყანაში, რომელ ოფიციალურ ორგანიზაციას შეუძლია დაიცვას შენი უფლებები. არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა სინდაკატო! მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, პროფკავშირები, სადაც გემსახურებათ რამოდენიმე ენოვანი ოპერატორები და მათ შორის, მუდამ არის, ერთი ქართველი ოპერატორი. საჭიროების შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ ქართველი თარჯიმანი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

რა უნდა ვიცოდეთ სამსახურში შესვლის დღიდან! – უპირველესად გაიგეთ და ჩაინიშნეთ თქვენი სამუშაო გარემოს ზუსტი მისამართი, დამსაქმებელი ოჯახის სახელი და გვარი, პასუხისმგებელი იტალიელი პირის ტელეფონის ნომერი. თქვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა გადაეცით, თქვენი ოჯახის წევრებს საქართველოში. გამოუვალ სიტუაციაში, თქვენს ოჯახის წევრს შეუძლია, ეს ინფორმაცია მიაწოდოს იტალიის საელჩოს და საკონსულოს საქართველოში, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში ადვილად იქნება შესაძლებელი თქვენი დახმარება. ასევე გაითვალისწინეთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აუცილებლობა.

მინდა აღვნიშნო, რომ იტალიაში ოფიციალურ საემიგრაციო უწყებასთან ბევრი თანამემაულე ვთანამშრომლობთ. პირადად მე გთავაზობთ იტალიურ საემიგრაციო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რის შემდეგაც შეგროვდება და დაარქივდება, თქვენი ყველა მონაცემი და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად გადაეცემა საკონსულოს, ასევე თქვენი ოჯახის წევრებს. რთულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, ხოლოდ ერთი ზარი იქნება საკმარისი, რომ დახმარების გაწევა დროულად მოხდეს.

რადგან კოვიდ-19-ის გამო ქვეყანაში შექმნილ გარემოებათა გამო, ძალიან ბევრი თანამემამულე დადგა პრობლემის წინაშე, ამ პოსტის დაწერის გადაწყვეტილება დღევანდელმა ფაქტმა მიმაღებინა, როდესაც ქართველ ქალბატონს ოჯახის წევრები ვერ პოულობდნენ.

ვინაიდან ხსენებული ქალბატონის ოფიციალური დოკუმენტების ასლი ინახება “ანოლფის“ ორგანიზაციის არქივში, საკონსულოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი ქალბატონის დახმარება დროულად შევძელით.ესა არის უმთავრესი! ვიცოდეთ, როგორ ვფლობდეთ საკუთარ თავზე ინფორმაციას. მშვიდობიანი ღამე. – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფიქრია კუჭუხიძე