თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა შოშიაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, წლების განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.

ცნობილია, რომ მას 7 წლის წინ მესამე სტადიის მკერდის კიბო აღმოაჩნდა.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

რამდენიმე ოპერაციისა და ქიმიოთერაპიების შემდეგ, ხათუნა გამოკვლევებისთვის გერმანიაში წავიდა.

როგორც გაირკვა საშიშ დაავადებასთან ბრძოლა მოგებული ჯერ კიდევ არ იყო. დაახლოებით სამი წლის წინ ხათუნას მენჯის ძვალში მეტასტაზი აღმოაჩნდა.

ქართველი ემიგრანტი უცხოეთში სრულიად მარტო ებრძოდა დაავადებას. მკურნალობის პარალელურად მუშაობდა და სწავლობდა.

21 ივნისს ხათუნას მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. სწორედ ამ დღეს, გოგონას მეგობარმა, ხათუნას შესახებ ემოციური პოსტი გაავრცელა:

„მოგესალმებით, თქვენი დახმარება მჭირდება მეგობრებო. თან ისეთი დახმარება როგორიც არასდროს მითხოვია. ეს ჩემი ხათოა ყველაზე დიდებული ადამიანი ვისაც კი ვიცნობ.

ამბავი ასე დაიწყო:
7 წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა რომ ყველაზე დიდი ბრძოლაში ჩაერთო, ცხოვრების თითოეული წუთისთვის ბრძოლაში.
მკერდის კიბო აღმოაჩნდა მე-3 სტადია, აგრესიული ჯგუფი. მერე იყო ქიმიოთერაპია, ოპერაცია, ისევ ქიმიოთერაპია.
ეს ბრძოლები მოიგო.
მთავარი ომი წინ იყო.
სასწავლებლად წავიდა გერმანიაში სადაც პარალელურად იტარებდა გამოკვლევებს.
და…
სამი წლის წინ აღმოჩნდა მეტასტაზი მენჯის ძვალში.
და დაიწყო ახალი ბრძოლა, ისევ სიცოცხლის თითოეული წუთისთვის, სწავლისა და მუშაობის პარალელურად, სრულიად მარტო უცხო ქვეყანაში.

ხათოს ცხოვრების ეს ეტაპი ვინც იცის მისთვის ხათო გმირია. ხათო მართლა გმირია, აი იცით როგორი გმირი, სხვებს რომ აძლევს ბრძოლის მაგალითს. ხოდა ჩემს გმირ გოგოს თქვენი დახმარება სჭირდება. მისი მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.
უეცრად სხეულში ყველაფერი აფეთქდა. მეტასტაზები გავიდა ბევრგან.
21 ივნისს ხათო საქართველოში მოფრინავდა, ამის ნაცვლად საავადმყოფომ მისი ოჯახი გამოიძახა… ეს დასასრულს ნიშნავდა…

მაგრამ… ხათო ასე მარტივად არასდროს ნებდება, ეს მისი სტილი არაა.
საქართველოში უნდა ჩამოვიყვანოთ…
ამისთვის გვჭირდება ჟანგბადის აპარატი რის გარეშეც მას სუნთქვა არ შეუძლია…
ამისთვის გვჭირდება ეტლი, რის გარეშეც გადაადგილება არ შეუძლია…
და ყველაზე მთავარი გვჭირდება თანხა კლინიკის ხარჯების იმ ნაწილის დასაფარად რომელსაც დაზღვევა არ ანაზღაურებს და თანხა ფრენისთვის…
სასწაულების მოხდენა შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით დგომით…
მე მჯერა რომ ამ სასწაულს მოვახდენთ…
ხომ ვთქვი სასწაულებს მოვახდენთქო
ხოდა ხდება”, – წერda თეონა მოდებაძე.

ხათუნას გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ის გუშინ გარდაიცვალა.