COVID-19-ის გავრცელების გამო პოლონეთის მთელ ტერიტორიაზე სრული “ლოქდაუნი” ცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნედზელსკიმ განაცხადა.

“ჩვენ აღარ გვაქვს სივრცე რეგიონების დონეზე შეზღუდვების დაწესებისთვის. ერთადერთი გამოსავალი შეზღუდვების მთელ პოლონეთში დაწესებაა”, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

საკარანტინო რეჟიმი 20 მარტიდან 9 აპრილამდე იმოქმედებს. დახურული იქნება სასტუმროები, კულტურის დაწესებულებები და სპორტული ობიექტები. შეიზღუდება სავაჭრო ცენტრების მუშაობა. 1-3 კლასის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. შეზღუდვები აღდგომის კვირასაც იმოქმედებს.