პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს მიხაილ ვოსს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter -ზე დაწერა.

„მას შემდეგ რაც კორონავირუსი სახელმწიფო ტყეების სამმართაველოს თანამშრომელს დაუდგინდა, რომელთანაც მე მქონდა კონტაქტი, მე მომათავსეს კარანტინში, სადაც ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, – განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.

იაფი ავიაბილეთები


ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო მუშაკებს მადლობას უხდის.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 150 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 3 პაციენტი.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds