ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავასამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშში გაემგზავრა, სადაც ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. ეკონომიკის მინისტრი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების – Delta Air Lines -ის და United airlines -ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები

იაფი ავიაბილეთები


აშშ სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებადდაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლისაგვისტოში დაანონსა. როგორც მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკისშეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds