თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის – PERMESSO DI SOGGIORNO – ს სახეობების შესახებ, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი , ასოციაცია “Tutto insieme Georgia” – ს პრეზიდენტი, ხათუნა ტატუნაშვილი აქვეყნებს პოსტს, რომელსაც ემიგრანტები.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის მიზნით, ევროკავშირის არაწევრი, უცხოელი მოქალაქე უნდა ფლობდეს ბინადრობის ნებართვას, რომელიც გაიცემა კონკრეტული მიზეზით. მიზეზთა გათვალისწინებით, საბუთის მოპოვების არაერთი საშუალება არსებობს. გაგაცნობთ ყველა მათგანის დანიშნულებასა და უფლებებს. საბუთის კატეგორიებში შედის მუშაობის უფლება და მუშაობის აკრძალვა.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

საბუთები მუშაობის უფლებით:

LAVORO SUBORDINATO/ AUTONOMO – მუშაობის უფლება, როგორც დაქირავებული პირის,ისე ინდმეწარისთვის;

LAVORO SUBORDINATO/ ATTESA OCCUPAZIONE – უმუშევრობის მოტივი;

(უმუშევრობის მოტივი დაუშვეს „სანატორია 2020“-ის მეორე პუნქტში,ხოლო სხვა შემთხვევებში მხოლოდ ერთხელ ხდება ეს შეღავათი);

MOTIVI FAMILIARI – ოჯახური მოტივი (ოჯახური გაერთიანების საფუძველზე);

AFFIDAMENTO – არასრულწლოვანისთვის,რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ნდობით აღჭურვილი აღმზრდელი;

RICHIESTA ASILO/ ASILO POLITICO/ PROTEZIONE SUSSIDIARIA/ MOTIVI UMANITARI – ეგრეთწოდებული ლტოლვილის საბუთი (სხვადასხვა პარამეტრების განშტოება საერთაშორისო თავდაცვის საფუძვლებში);

STUDIO (con visto – limite annuale di 1.040 ore – art. 14 D.P.R. 394/99) __სტუდენტი სასწავლო ვადით;

STUDIO (da pds per motivi familiari – tempo pieno) – სტუდენტი,თანდართული ოჯახის გაერთიანებით;

ASSISTENZA MINORE (ART-31) – მცირეწლოვანი პირის ასისტენტი;

INTEGRAZIONE MINORE – იტალიაში მიტოვებული უცხოელი არასრულწლოვანისთვის სრულწლოვანების მიღწევისთანავე მინიჭებული საბუთი;

PERMESSO DI SOGGIORNO UE PER SOGGIORNANTI DI LUNGO PERIODO (EX CARTA DI SOGGIORNO) – გრძელვადიანი/უვადო;

CARTA DI SOGGIORNO COME FAMILIARE DI CITTADINO DELL’UNIONE EUROPEA – ვისი ოჯახის წევრიც არის ევროპის მოქალაქე;

ATTIVITÀ’ SPORTIVA – სპორტული აქტივობა.

Permesso di soggiorno per residenza elettiva: – ეკუთვნის, იმ უცხოელს,რომელიც აპირებს დასახლებას,დარჩენას იტალიაში და პარალელურად აქვს საკმარისი საშუალება,სამუშაო საქმიანობის გარეშე ირჩინოს თავი (იგულისხმება დაბანდებული კაპიტალი;საბანკო რეკვიზიტები;პენსია და ა.შ.).

საბუთი მუშაობის უფლების გარეშე:

MOTIVI RELIGIOSI – რელიგიური მოტივი;

RICHIESTA ASILO e DUBLINO (nei 60 giorni successivi alla formalizzazione dell’istanza di protezione internazionale) – ლტოლვილის საბუთი (მოთხოვნიდან 60 დღის მანძილზე მუშაობის აკრძალვა);

MINORE ETA’ – არასრულწლოვანთათვის;

CURE MEDICHE – მკურნალობის მოტივი;

TIROCINIO FORMATIVO (art. 27, comma 1 lett. F, Testo Unico Immigrazione) – სასწავლო სტაჟირება.

შეგახსენებთ, რომ იმიგრაციის საკითხებში, კანონთა ნაკრები არ იძლევა სამუშაო საქმიანობის განხორციელების საშუალებას ვიზიტების, ბიზნესის, ტურიზმის, სწავლის და ა.შ. მოკლევადიანი პერიოდის შემთხვევაში.