გერმანიაში, მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომი” ავრცელებს.

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება.

იაფი ავიაბილეთები


„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივად რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოლქის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკავდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds