კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია საგრძნობლად დააზარალა. ევროკავშირის წევრი, მათ შორის, შენგენის ზონის მრავალმა ქვეყანამ საზღვრები უკვე გახსნა, თუმცა ქვეყნები ტურისტებისათვის განსხვავებულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს აწესებენ.

ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერთიფიკატი ტურიზმის აღდგენის მთავარ მექანიზმად გვევლინება. უკვე მტკიცედ არის გადაწყვეტილი, რომ მისი მეშვეობით ამ ზაფხულს ევროპაში მოგზაურობა საგრძნობლად გამარტივდება. მისი დანერგვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 1 ივლისამდე უნდა განხორციელდეს.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

იმ დრომდე, კი გაგაცნობთ რომელ ქვეყანაში მოგზაურობისათვის რა პროცედურების გავლა არის საჭირო.

ავსტრიაში ჩასვლის მსურველებმა ქვეყანაში გამგზავრებამდე ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ამასთან, ქვეყანაში ჩასვლის  შემდეგ სავალდებულოა სამიდან ერთი დოკუმენტის წარდგენა: ვაქცინაციის სერტიფიკატი, მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უკვე გადატანილი გაქვთ ან Covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი.

ბელგიაში გამგზავრების მსურველებმა 48 საათით ადრე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, ამასთან აუცილებელია უარყოფითი PCR ტესტის წარდგენა.

ბულგარეთში გამგზავრების მსურველებმა საზღვრის  კვეთისას ვაქცინაციის სერტიფიკატი უნდა წარადგინონ, ან მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უკვე გადატანილი გაქვთ. ხოლო, უარყოფითი PCR ტესტის პასუხის წარდგენის შემთხვევაში 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოგიწევთ.

კვიპროსზე საქართველოდან გამგზავრების მსურველებმა PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. ამასთან, ვინაიდან საქართველო წითელი ზონის ქვეყნების ჩამონათვალშია შესული, საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის გაკეთება კვიპროსზე ჩასვლის შემდეგაც მოუწევთ. გაეცანით რეგისტრაციის ფორმას. 

საფრანგეთში მოგზაურობა ამჟამად აკრძალულია ყველა  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან.  თუმცა, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ივნისიდან ქვეყანა მზად იქნება ტურისტები ციფრული მწვანე სერთიფიკატის გამოყენებით მიიღოს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერთიფიკატის გამოყენება.

გერმანიაში ჩასვლის მსურველებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ ათდღიანი კარანტინი, თუ დაადასტურებენ, რომ სრულად აცრილნი არიან, უკვე გადატანილი აქვთ კორონავირუსი, ან  PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, რომელიც გამგზავრებამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე არის გაკეთებული. თუმცა, ათდღიანი კარანტინი კვლავ მოქმედებს  “მაღალი რისკის” ზონიდან ჩასული ტურისტებისათვის.

იტალიაში გამგზავრების  მსურველთათვის კი კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაა სავალდებულო.

სხვა ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ მითითებულ ლინკზე.

კოვიდ-პასპორტი გულისხმობს ციფრულ სერთიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული ვაქცინის დასახელება და თარიღი, ასევე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დასტურიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სპეციალური დოკუმენტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო, ხოლო მას ამავდროულად ექნება QR-კოდი, რომელიც ინდივიდუალურია ყველა მოქალაქისათვის.  ინფორმაციას ევროკომისიის საიტი ავრცელებს.