„მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა, აღმოჩნდა ემიგრაციაში“, – ამის შესახებ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა, კობა სუბელიანმა “ფორმულასთან“ საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მათ ხელფასის გარდა არასოდეს სხვა შემოსავალზე არ უმუშავიათ, აღმოჩნდნენ მტრულ გარემოში და პირადად მას ძალიან ბევრი რამ დააბრალეს.

„ვინც კი საღად აზროვნებდა და ვინც პროგრესისკენ იყო მიმართული, ასეთი ადამიანები არიან ემიგრაციაში. მე, პირადად, უკანასკნელი 4 წლის არსებობისთვის ვიბრძოდი, რომ ჩემი ოჯახი შემენახა და მიმეღწია იმისთვის, რომ ლეგალური სტატუსი მიმეღო. მექსიკის საზღვარზე ციხე სავსეა ქართველებით.

გამორბიან, იმიტომ, რომ უპერსპექტივობაა ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის შედეგი და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კახა ბენდუქიძე გააქცია ქვეყნიდან – პირადად უთხრეს: გაჩუმდი, თორემ დაგიჭერთო“, – განაცხადა კობა სუბელიანმა

ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია

❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა