ეს ომია, მტერი უხილავი და მოუხელთებელია, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

„ჩვენ ომში ვართ. ეს ჯანდაცვის ომია, თუმცა მტერი აქ არის. ის უხილავი და მოუხელთებელია. ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისთვის მთავრობამ დღე და ღამე უნდა იმუშაოს. საამისოდ, შეჩერდება ყველა რეფორმის გატარება, მათ შორის საპენსიო რეფორმის“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

იაფი ავიაბილეთები


ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვნენ პანიკას. „ჩვენ გავიმარჯვებთ. უნდა ვიმოქმედოთ მტკიცედ და ამ სიტუაციიდან გაკვეთილი გამოვიტანოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 17 მარტიდან შენგენის ზონაში უცხოელების შესვლა 30 დღით შეჩერდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds