საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირება საქართველოს 20-მდე მოქალაქეს უდასტურდება.

“მათი დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია. თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვს აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ისინი ყოველდღიურ კავშირზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან და მედიკოსებთან,” – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც უწყებამ “ნეტგაზეთს” მიაწოდა.

იაფი ავიაბილეთები


მათივე ცნობით, უმეტეს მათგანს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნებათ და მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან. ბევრ მათგან სტაციონართან კომუნიკაციაში კი საქართველოს წარმომადგენლობა დაეხმარა.

უწყება ამბობს, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ მუშაობს 24-საათიანი რეჟიმით.

“ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა”.

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds