თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში ემიგრანტების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს.

ირკვევა, რომ ისინი ბანგლადეშის მოქალაქეები არიან და საბერძნეთში “წარმატებული” ბიზნესი ჰქონდათ. ისინი სულ რაღაც 100 ევროს სანაცვლოდ ყალბ პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს გასცემდნენ, რათა არალეგალებს ქვეყნის დატოვება შეძლებოდათ.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

ბანგლადეშის 6 მოქალაქე კლიენტებს აეროპორტის საპირფარეშოში ხვდებოდა, 100 ევროს იღებდა და შემდეგ ყალბ პასპორტებს გასცემდა, რათა ისინი იტალიისა და პორტუგალიის მიმართულებით გამგზავრებულიყვნენ.

როგორც ცნობილი გახდა, პოლიციამ მათზე ეჭვი მიიტანა, თვალთვალი დაუწყო და შემდეგ ფაქტზე დააკავეს. ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანის სახლში ფაქტობრივად კარგად ორგანიზებული “ლაბორატორია” ჰქონდათ, ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად.

ყველა ეს დოკუმენტი განკუთვნილი იყო არალეგალი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც საბერძნეთის დატოვება სურდათ.წერს georgians.gr