„იტალიაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ერთი წელი დამჭირდა, საემიგრაციო განყოფილებაში 21 მაისს, ერთი წლის გოგონასთან ერთად მთელი დღე რიგში ვიდექით. როგორც იქნა იტალიის მოქალაქეობის დოკუმენტი ავიღეთ, თუმცა სამ თვეში ვადა გასდის. ეს არის დაცინვა“. – რას აპროტესტებს პატარა აურის ემიგრანტი დედა?

იტალიაში საჭიროა მოქალაქეობის კანონის რეფორმა, – წერს სააგენტო „stranieriinitalia“ და აურის ისტორიას გვიყვება.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

„ერთი წლის აური დღეს პოლიციის განყოფილებაში პირველი ბინადრობის ნებართვის ასაღებად რიგში იდგა. ჩვენ საკმაოდ დიდხანს ველოდით რიგს. პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეობის დოკუმენტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადიდან 8 თვე გავიდა, სიმართლე კი ის არის, რომ ნებართვა დაახლოებით სამ თვეს გასტანს და ჩვენ, შემდეგ ახალი განაცხადი უნდა გავაკეთოთ. ვის აინტერესებს, „Ius Soli“ (მოქალაქეობის მიღება) არ არის პრიორიტეტი, მთავარია, რომ აურის მშობლებმა გადასახადები გადაიხადონ“. – ამბობს აურის დედა.

”12 წლის ასაკში ჩამოვედი იტალიაში, მამაჩემთან, რომელმაც ოჯახის გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე შეძლო, ჩვენი იტალიაში ჩამოყვანა. დღეს 30 წლის ვარ. განათლება იტალიაში მივიღე, ბიოლოგი ვარ და ვმუშაობ სოციალურ კოოპერატივში „რეჯიო ემილიაში“. დიდი ხნის წინ მივმართე იტალიის საემიგრაციო სამსახურს მოქალაქეობის მოთხოვნის შესახებ, მაგრამ ბიუროკრატია ყველაფერს აფერხებს. ჩემი მეუღლე, ასევე ალბანელია და დღემდე ვერ მივიღეთ მოქალაქეობა. პრობლემა პოლიციის შტაბი ან საბუთების ნაკლებობა არ არის, არამედ იტალიის კანონი მოქალაქეობის შესახებ.

წყარო exclusive TV