თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი Nina Georgiana აქვეყნებს პოსტს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

უკვე ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც იტალიის ემიგრანტები, საქართველოდან წამომსვლელებს ან უკვე ახალ ჩამოსულებს ეუბნებიან სიტყვებს – ,,იტალიას დეპორტი არ აქვს”. რამდენჯერმე, კომენტარის სახით გავაკეთე განმატება მეგობრების სტატუსებზე მაგრამ იგივე გრძელდება…

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

მეგობრებო, ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში, სიფრთხილეა საჭირო – დეპორტაცია არის საერთაშორისო კანონი და ყველა სახელმწიფოში მოქმედებსმათ შორის, იტალიაშიც.

თუკი იტალიელი სამართალდამცავები ამჟღავნებდნენ ლოიალობას და არ უფუჭებდნენ დოკუმენტებს არალეგალებს – ძირითადად ქალბატონებს, რადგან მათში არ ხედავდნენ საფრთხეს, ეს არ ნიშნავს,რომ იტალიას დეპორტი არ აქვს.

საერთაშორისო კანონმდებლობით – დეპორტაცია არის უცხოელის გაძევება იმ მიზეზით, რომ ის გამძევებელი სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის და ბევრი დეპორტირებული ადრეც მინახავს იტალიიდან.

დღეს კი პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, თითქმის ყველა არალეგალს სთვლიან საფრთხის შემცველად.
იხილეთ გამკაცრებული კანონიც👇

,,მიმდინარე წლის 2 ივლისს იტალიის სენატმა დაამტკიცა და უკვე ძალაში შევიდა კანონი “არალეგალური მიგრაციის შესახებ”, რომლის თანახმადაც იტალიის რესპუბლიკაში მკაცრდება ზომები არალეგალურად მყოფი მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, არალეგალთა გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მათი დაკავება და დეპორტაცია.

მოქალაქეთა იდენტიფიკაციის დაუდგენლობის შემთვევაში, აქამდე არსებული დაპატიმრების ვადა გაიზარდა ექვს თვემდე, გარდა ამისა, ადმინისტრაციული ჯარიმა 10.000 ევრომდე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამ წლამდე დაეკისრება იმ მოქალაქეებს, ვინც არალეგალებს შეიფარებს და მათი სამყოფელის შესახებ არ აცნობებს სამართალდამცველ ორგანოებს. ხოლო იტალიაში არალეგალთა შემოყვანის ხელშემწყობთა მიმართ კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაიზარდა 15 წლამდე. ამასთანვე გაძლიერდა სასაზღვრო კონტროლიც.”