თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიაში ტურისტული მიზნით მგზავრობა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე დაშვებული არ არის.

საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი, დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე.
დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

– სამუშაო;
– მკურნალობა;
– სწავლა;
– გადაუდებელი აუცილებლობა;
– სამშობლოში, ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (იტალიის მოქალაქე, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი)

მოგზაურობის მიზანი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

– იტალია იტოვებს უფლებას, საზღვარზევე განიხილოს ქვეყანაში შესვლის საფუძვლები და არ დაუშვას პირი თავის ტერიტორიაზე, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს შესვლის პირობებს.

– ასევე იტალიაში შესვლის უფლება აქვს პირს, რომელიც ითვლება იტალიის მოქალაქის, ან მუდმივი ბინადრობის მქონე პირის პირდაპირ ოჯახის წევრად (და-ძმა; მშობლები; მეუღლე და შვილები).

– გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ასევე იტალიის მოქალაქის, ან მუდმივი მობინადრის პარტნიორის (გრძელვადიან ურთიერთობაში მყოფი პირის) შესვლა იტალიის ტერიტორიაზე.

იზოლაცია/კარანტინი

საქართველოდან, იტალიის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 10-დღიანი თვითიზოლაცია.
თვითიზოლაციის ხარჯს მოქალაქე თავად ფარავს, ასევე თავად ირჩევს, სად გაატარებს თვითიზოლაციის პერიოდს.
კარანტინისთვის სახელმწიფოს მხრიდან არ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
თვითიზოლაციის ვალდებულება იხსნება რამდენიმე გამონაკლისის შემთხვევაში:

– სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟებისთვის;
– იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტისას (120 სთ-მდე);
– ჯანმრთელობასთან,ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტისას;
– აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის,თუ პირი არ ტოვებს სატრანზიტო ზონას.

ტესტის წარდგენის ვალდებულება:

– საქართველოდან მიმავალი მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის (მოლეკულური ანალიზი) უარყოფითი პასუხი.
– PCR ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 2 წლის ასაკიდან.
– ტესტი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე.

სტუდენტების შესვლა:

საქართველოდან მიმავალი სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს საზღვარზე შესაბამისი კატეგორიის ვიზა, ან ბინადრობის მოწმობა. ასევე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
სტუდენტების კატეგორია ექვემდებარება 10-დღიან თვითიზოლაციას.

წინასწარი რეგისტრაცია:

საქართველოდან იტალიაში შესვლისას და დაბრუნებისას აუცილებელია დეკლარაციის შევსება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესვლისა და დაბრუნების მიზეზები და თვითიზოლაციის მისამართი.
შესავსებ ფორმას, მოქალაქეს გამგზავრებამდე გადასცემს ავიაკომპანია. ყველა მგზავრისათვის სავალდებულოა ელექტრონული ფორმის წინასწარ შევსება.

საქართველოს მოქალაქის კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა:

PCR ტესტით – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.
PCR ტესტის გარეშე – საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე.
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.
იტალიის რესპუბლიკაში შესასვლელად  ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხვავებული წესი, ხოლო როდესაც
უცხოეთიდან საჰაერო გზით ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, კოვიდვაქცინით საქართველოში შემოდის, ეხსნება რიგი ვალდებულებები:
– არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას;
– არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას;
– ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წყარო: Associazione “Tutto Insieme Georgia” – ხათუნა ტატუნაშვილი