კორონა ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი იტალიაშიც დაფიქსირდა, – წერს სააგენტო “quotidiano“. სააგენტოს ცნობით, ინდური ვარიანტი პირველად ვენეტოს რეგიონში, ინდოეთიდან დაბრუნებულ მამა-შვილის დაუდასტურდა. იტალაიში ბრაზილიური ვარიანტის შემდეგ, ინდური შტამის აღმოჩენა ეპიდემიის ახალი, გლობალური აფეთქების საფრთხეს ქმნის.

ახალი ვარიანტი B.1.617 -ის სახელითაა ცნობილი, მას ინდურ, ან “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ. ახალ ვარიანტის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დღეისათვის უცნობია, არის თუ არა ინდური ვარიანტი უფრო გადამდები, ან აქვს თუ არა უნარი, გაუმკლავდეს ვაქცინებს. ვირუსის ე.წ. ინდური ვარიანტის კვლევები ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

წყარო exclusivetv.ge