თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

Theguardian-ის ცნობით, კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლის მფლობელებმა ხმაური გაიგეს და პოლიციაში დარეკეს, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ცხრა მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკით სავსე ჩანთა იპოვეს.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

ვარაუდობენ, რომ ჩანთა, რომელშიც 8,5 კილოგრამი ნარკოტიკი იყო , მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფებების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავზე აღმოჩნდა.

ჩატარებული გამოძიების შემდეგ, პოლიციამ თვითმფრინავის პილოტი დააკავა. ამჟამად, სამართალდამცველები იმ ნარკოდაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებისთვისაც აღნიშნული ტვირთი იყო განკუთვნილი.