თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

ევროპაში, სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ლეგალური შემოსვლის პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არალეგალური მიგრაციის შემცირებას. – ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო stranieriinitalia.it  ავრცელებს. იტალია შეთანხმებას მხარს უჭერს. 

დღეს, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლუჩიანა ლამორგეზემ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა კომისრის ილვა იოჰანსონის, ვიცე-პრეზიდენტის მარგარიტ შინასისა და პორტუგალიის მინისტრთან ერთად, სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ლეგალური შემოსვლის პოლიტიკაზე ისაუბრა.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

კონფერენციაზე განიხილეს, მესამე ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების გზები, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერ და პროფესიონალური პროფილების მქონე ადამიანების მოზიდვას, ევროკავშირის ევროპული შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებთან.

„ევროპაში სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ლეგალური შემოსვლის პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არალეგალური მიგრაციის შემცირებას, რაც ჩვენს ქვეყნებს ეხება”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა  და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების შრომის ბაზრის ამჟამინდელი საჭიროებები მოითხოვს „როგორც მაღალი დონის პროფესიონალურ პროფილს, ასევე დაბალი ან საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშაკებს”. წერს exclusive TV