სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House აქვეყნებს პოსტს რომელსაც EMIGRANTEBI.GE უცვლელად გთავაზობთ

ამ პოსტით შევეცდებით ხშირად დასმული კითხვები კიდევ ერთხელ გავვიხილოთ და პასუხებიც ამომწურავად მოგაწოდოთ . მაშ ასე: არ მაქვს კონტრაქტი , არც კონტრიბუტები–იქნებ ესაა მიზეზი რომ იგვიანებს გამოძახება??
პასუხი არის– არა .‼

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

✅შეგახსენებთ, რომ პრაქტიკის გადაგზავნის დროს დამსაქმებელს ჰქონდა ორი არჩევანი: ან უნდა მიეთითებინა თარიღი, როდიდანაც მუშაობდა დაქირავებული პირი მასთან და ამის შესაბამისად, შემდგომ დაეკისრა ახალი გადასახადი თვიურად 156 ევრო .დამსაქმებელს ჰქონდა უფლება, მიეთითებინა, რომ მომავალში აპირებდა მის დაქირავებას.
პირებმა, ვინც მიუთითა თარიღი, ბუნებრივია, იმ თარიღიდან არსებობს მათი სამუშაო კონტრაქტიც და ამის გამო იყო იანვრის თვიდან სახლში მიღებული წლიური კონტრიბუტები ანუ ასეთი პარამეტრის პრაქტიკა ვისაც გაქვთ.
იმ დამსაქმებლებმა, რომლებმაც მიუთითეს, რომ მომავალში დაასაქმებდნენ კონკრეტულ პირს, აქვთ უფლება გააფორმონ სამუშაო კონტრაქტი პრეფექტურაში გამოძახებამდე ნებისმიერ დროს. ასევე შემდგომაც, ანუ პრეფექტურაში გამოძახების შემდგომ 24 საათის განმავლობაში. ასე რომ, თქვენი კონტრაქტის უქონლობა არ არის მიზეზი, რომ გამოძახება იგვიანებს.

გარდაიცვალა დამსაქმებელი, არ ვყოფილვარ გამოძახებული პრეფექტურაში , უკვე მაქვს ახალი სამუშაო. ამ შემთხვევებში შემიძლია თუ არა გავაფორმო ხელშეკრულება?
პასუხი არის –არა‼

✅კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება იქამდე, სანამ არ მოხდება თქვენი გამოძახება პრეფექტურაში. თქვენ გაქვთ უფლება დაკმაყოფილდეთ ცხოვრების და მუშაობის უფლებით, როგორც სამუშაოს მაძიებელი(permesso in attesa di occupazione), პრეფექტურაში გამოძახების შემდგომ, საბუთების ანუ ე. წ კიტ –ის გადაგზავნის შემდეგ ,ხელთ არსებული რიჩევუტით შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება, მოახდინოთ პირადი ექიმის აყვანა, გააკეთოთ განაცხადი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციაზე კომუნაში. თუმცა გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი დეტალი: თქვენ ბინადრობის უფლება,ანუ permesso მიუხედავად იმისა, რომ გააფორმებთ ახალ კონტრაქტს, მაინც მოგეცემათ როგორც permesso in attesa di occupazione, ანუ როგორი ავტორიზაციაც გასცა პრეფექტურამ.
11 მაისის ცვლილებით , ასევე შესაძლებელია პრეფექტურაში გამოძახების დროს წარსდგეთ თქვენს ახალ დამსაქმებელთან ერთად და მოხდეს ჩანაცვლება, თუმცა ეს კიდევ დროში გაწელვის მორიგი ეტაპია და ნაკლებად რეკომენდირებული . თუმცა გადაწყვეტილება თქვენზეა.

სამუშაოდან გამანთავისუფლეს, ან ჩემი ნებით წამოვედი– დამსაქმებელთან მაქვს დაძაბული ურთიერთობა–შემიძლია მარტომ დავასრულო საბუთი?
‼პასუხი არის–არა‼

✅შესაძლებელია პრაქტიკის დასრულება, მაგრამ აუცილებლად ორივე მხარე უნდა წარსდგეს პრეფექტურის განყოფილებაში პრაქტიკის დასახურად და მოტივაციის დასაწერად. ამის გამო გირჩევთ, რომ სამუშაო დატოვოთ ცივილურად, აურზაურის გარეშე, იმისთვის რომ ადვილი იყოს დამსაქმებელთან საერთო ენის გამონახვა, პრაქტიკის დასრულებისთვის.

11 მაისის ცვლილებით ასეთი პრაქტიკების დასრულება გახდა შესაძლებელი, მაგრამ დამსაქმებლის ჩართულობა აუცილებელია.
‼ავიღე ბინადრობის მოწმობა და ძალიან მალე გასდის ვადა . რატომ?

✅ბინადრობის მოწმობის ვალიდურობის დასაწყისად როგორც წესი ითვლება პრეფექტურაში გამოცხადების თარიღი , ამის შემდგომ, ვინაიდან ანაბეჭდების თარიღის ჩანიშვნა ხდებოდა თვეების ინტერვალით, ბუნებრივია, რომ დაკარგულად ითვლება ლამის ერთი წელიწადი, ან თვე. თუმცა, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, ადგილობრივი კვესტურის განყოფილებები ინდივიდუალურად წყვეტენ პერმესოების ვალიდურობის საკითხს, ასე რომ არ გამოიყენოთ სხვისი მაგალითი ნიმუშად.

პრეფექტურაში გამოძახების დროს აღმოჩნდა მექანიკური შეცდომა მოთხოვნის გადაგზავნის დროს, დამებლოკება თუ არა პრაქტიკა?
‼პასუხი არის –არა‼

✅ასეთ შემთხვევაში მოხდება შეხვედრის თარიღის გადაწევა, ჩაასწორებენ შეცდომას და გამოგიძახებენ ხელახლა.

პრეფექტურაში წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალს აკლდა საბუთი, რის გამოც გამოგვაბრუნეს უკან. დამებლოკება პრაქტიკა??
‼პასუხი არის–არა‼

✅პრეფექტურის განყოფილება მოგცემთ დროს, შესაბამისად მითითებასაც როგორ უნდა მოაგვაროთ საკითხი და შემდგომ მოახდენს კომუნიკაციას შეხვედრის ახალ თარიღზე .

უკვე აღებული ბინადრობის უფლების ვადის გასვლის შემდგომ განახლებისათვის იგივე დრო და ” ტანჯვა” უნდა გავიაროთ?
‼პასუხი არის–არა‼

პროცედურა ძალიან მარტივია და არ მოიცავს ამხელა დოზით სამუშაოებს