ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. ამასთან აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არის – ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლას:

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

საქართველოს მოქალაქეს, თუ აქვს ტრანზიტული ბილეთი, მუშაობს ან მიფრინავს საზღვარგარეთ,  შეუძლია ქვეყნიდან გასვლა, თუმცა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია და უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც ითხოვს ის ქვეყანა, სადაც მიემგზავრება.

საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად ჯერჯერობით კვლავ სჭირდება მოწვევა და სხვა დოკუმენტები [მაგალითად, თუ ის  მუშაობს თურქეთში, მან აუცილებლად უნდა შეავსოს სპეციალური აპლიკაცია დასაქმების სააგენტოში].

მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქე ტრანზიტით მიემგზავრება, ანუ თურქეთიდან უნდა გაფრინდეს სხვა ქვეყანაში, მაშინ მოწვევა/სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის.

თუ საქართველოს მოქალაქე შემოვიდა საქართველოში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, გადავიდა 8-დღიან სავალდებულო იზოლაციაში, მაგრამ ამ ვადის გასვლამდე სჭირდება უცხოეთში გამგზავრება, ასეთ შემთხვევაში ის უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს [ცხელი ხაზის 1505 საშუალებით] შეათანხმებს ამ უწყებასთან, გატესტავენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მისცემენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას.