2019 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.73 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში 4.99 მილიარდს აღემატება. ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 9.7%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას “ბმ.ჯი” ავრცელებს.

სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა.

იაფი ავიაბილეთები


ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება კი, რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდება, საიდანაც წლის განმავლობაში $428.9 მილიონი დოლარი შემოვიდა (თითქმის 1.23 მლრდ ლარი), ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით ანუ $28.3 მილიონით ნაკლებია.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

1 რუსეთის ფედერაცია – 428,886,551 დოლარი, კლება წინა წელთან -6.2% ;
2 იტალია – 239,173,323 დოლარი, ზრდა წინა წელთან 24.0% ;
3 საბერძნეთი – 192,545,110 დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.7% ;
4 აშშ – 178,411,697 დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.8% ;
5 ისრაელი – 162,547,994 დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.3% ;
6 თურქეთი – 94,846,134 დოლარი, კლება წინა წელთან -10.4% ;
7 გერმანია – 49,805,836 დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.1% ;
8 ესპანეთი – 47,303,094 დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.8% ;
9 უკრაინა – 42,921,496 დოლარი, ზრდა წინა წელთან 49.1% ;
10 პოლონეთი – 31,491,140 დოლარი, ზრდა წინა წელთან 70.5% ;
11 ყირგიზეთი – 28,761,717 დოლარი, ზრდა წინა წელთან 159.2% ;
12 ყაზახეთი – 26,630,537 დოლარი, ზრდა წინა წელთან 65.4% ;
13 საფრანგეთი – 26,370,867 დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.7% ;
14 აზერბაიჯანი – 22,169,189 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.4% ;
15 გაერთიანებული სამეფო – 16,890,393 დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.2% ;
16 კვიპროსი – 15,314,171 დოლარი, ზრდა წინა წელთან 30.9% ;
17 კანადა – 14,212,254 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.2% ;
18 სომხეთი – 13,268,666 დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.6% ;
19 ირლანდია – 9,611,449 დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.3% ;
20 შვედეთი – 8,831,997 დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.9% ;
21 არაბთა გაერთიანებული საამიროები – 8,778,428 დოლარი, კლება წინა წელთან -11.1% ;
22 ერაყი – 8,760,189 დოლარი, კლება წინა წელთან -10.1% ;
23 ბელგია – 5,469,601 დოლარი, ზრდა წინა წელთან 6.4% ;
24 უზბეკეთი – 5,160,620 დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.9% ;
25 ბელარუსი – 4,326,377 დოლარი, კლება წინა წელთან -1.4% ;
26 ჩეხეთის რესპუბლიკა – 4,116,847 დოლარი, ზრდა წინა წელთან 91.5% ;
27 ნიდერლანდები – 3,223,258 დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.3% ;
28 ავსტრალია – 3,076,321 დოლარი, კლება წინა წელთან -10.3% ;
29 საუდის არაბეთი – 2,620,279 დოლარი, კლება წინა წელთან -1.9% ;
30 ავსტრია – 2,576,429 დოლარი, კლება წინა წელთან -5.0% ;

წყარო: bm.ge

გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds