კორპორაცია Google-ი მუშაობს ვებგვერდზე, რომლის მომხმარებლებიც დამოუკიდებლად დაადგენენ აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე Google-თან დაკავშირებული Verily Life Sciences-ი მუშაობს. ვებგვერდი დაავადების ალბათობას და სამედიცინო ტესტის ჩატარების აუცილებლობას შეაფასებს. პროექტი მუშაობის ადრეულ სტადიაზეა. პირველ ეტაპზე ვებგვერდი ტესტირებას სან-ფრანცისკოსა და ახლომდებარე ქალაქებში ჩაუტარდება, შემდეგ კი პროექტი აშშ-ის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. ინფორაცია ვებგვერდის შექმნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი დასძინა, რომ ვებგვერდის წარდგენა უკვე 15 მარტს შედგება.

იაფი ავიაბილეთები


გთხოვთ მოიწონეთ გვერდი


This will close in 10 seconds