ცოტა ხნის წინ, გლდანში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-4 მიკრორაიონში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა და შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

emigrantebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.