გლდანში, 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს (ვიდეო)

სამართალდამცველებმა თბილისში ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Similar Posts

  • გაძვირდება თუ არა პური საქართველოში – განმარტება

    ქვეყანაში უახლოესი ორი თვის განმავლობაშუ პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ. 2021 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებისა და იმპორტირებული პროდუქციის – მზესუმზირის ზეთი, საფუარი, მარილი – ღირებულების ზრდის გამო ნომერ პირველი პროდუქტის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა. დღეს ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პური ქვეყანაში 0,9-1,0 ლარი…

  • მარნეულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

    მარნეულში არასრულწლოვანმა 29 წლის ახალგაზრდა დანით მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. „დაპირისპირების მიზეზი არ ვიცით. ამბობენ, რომ დანა ზურგიდან დაარტყა. ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. კონფლიქტური არ ყოფილა. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. სამი თვის შვილი დარჩა. დანით მოკლეს. მკვლელობის მოტივს პოლიციელები დაადგენენ. დაკავებული ჩვენი მეზობელია,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ცნობისთვის,…

  • საპატრიარქოს განცხადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით

    საქართველოს საპატრიარქო ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს…

  • ცვლილებები კანონში – ნახეთ, სად აიკრძალა მოწევა

    პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს დაემატა ტერმინი – “ბრენდის გაფართოება”. დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას…

  • ყვარელში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, მწყემსმა მოკლა

    კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. შუა ხნის ასაკის ცოლ-ქმარი, რომლებიც ყვარლის მუნიციპლიტეტიდან არიან, სავარაუდოდ, მათთან მომუშავე მწყემსმა მოკლა. შემთხვევა გამთენიისას, ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე…

  • მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

    მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება. პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც „B“ და „BE“ კატეგორიის…