გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა  ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღის თავიდან აცილების მიზნით, რამდენიმე კვირიანი მკაცრი შეზღუდვებისთვის მოემზადონ. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

“ჩვენ ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვართ. ამის საწინააღმდეგოდ, ყველა მხრიდან ძალისხმევაა საჭირო. უახლოეს კვირებში საჭიროა კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები”, – განაცხადა შტაინმაიერმა. მისივე თქმით, პანდემიის აღსაკვეთად უკვე ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომებს, განსაკუთრებით ტესტირებისა და ვაქცინაციის თვალსაზრისით.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გერმანიის პრეზიდენტმა მოსახლეობას ასევე მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანიაში. შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიაში დამტკიცებული ყველა ვაქცინა სანდოა.

“ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია პანდემიიდან გამოსასვლელად – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!”, – აღნიშნა შტაინმაიერმა.