ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ქალს 64 წლის ასაკში გაჩენილ ტყუპზე მეურვეობა ჩამოართვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომელიც რეგიონულმა სასამართლომ 2020 წლის 22 აპრილს მიიღო. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ქალი შვილებზე სათანადოდ ვერ ზრუნავს. სასამართლოში განმარტავენ, რომ განაჩენი ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა და არა ქალის ასაკს ან მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

მაურისია იბანეზმა გაბრიელ და მარია დე ლა კრუზი 2017 წელს, ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა. ქალის ასაკიდან გამომდინარე სოციალური მუშაკები ოჯახს ყურადღებით აკვირდებოდნენ. საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებიდან 10 დღეში მათ დაასკვნეს, რომ ბავშვები რისკის ქვეშ იყვნენ და მათი ჩამორთმევა გადაწყვიტეს. ახლა 4 წლის ბავშვები სხვა ოჯახში იზრდებიან.

იბანეზმა მათი დაბრუნების მიზნით სასამართლოს მალევე მიმართა, თუმცა ყველა ინსტანცია თანხმდება, რომ ის შვილებზე სათანადოდ ვერ ზრუნავდა. იბანეზს უფროსი შვილიც ჰყავს, რომელზეც ზრუნვის უფლება მან 2014 წელს დაკარგა. ახლა 11 წლის ბლანკა კანადაში ცხოვრობს.