ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია ცის ქვეშ ყველგან, მათ შორის სანაპიროებსა და საცურაო აუზებზეც, სავალდებულო ხდება იმ სიტუაციაშიც კი, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლებელია.

რეგულაცია, რომელიც კატალონიაში გასული წლის ივლისიდან არის ძალაში, მთელს ქვეყანაში გავრცელდება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

პირბადეების მოხსნა მხოლოდ ჭამის, სმისა და მოწევის დროს იქნება შესაძლებელი.

ესპანეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების 3.2 მილიონი და გარდაცვალების 75 000 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს და ბოლო მონაცემებით, ვაქცინების 4.5 მილიონი დოზაა გამოყენებული, თუმცა სრულად ვაქცინირებული ჯერ მხოლოდ მოსახლეობის 5 პროცენტია.