ესპანეთში უმსხვილესი ნარკოდაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეიდების შედეგად ამოღებულია 600 კილოგრამი კოკაინი, იარაღის არსენალი და 700 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული. ასევე, აღმოჩენილია 20 ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის 250 ათასი ევროს ღირებულების წითელი „ფერარი“.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

გამოძიების ინფორმაციით, ეს მადრიდში კოკაინით მოვაჭრე უმსხვილესი დაჯფუფებაა, რომლის ლიდერი მაროკოდანაა. დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა ნარკოკარტელებთან კოლუმბიაში, მაროკოში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

წყარო 1tv.ge