ალალ ბედათ დავალ!

დღე როგორც ყოველთვის დამღლელია , შვილის ზარმა ამაფორიაქა აქედან რომ ვერაფრის შემძლე შევიქენი მისთვის….იმედები, მიზნები და ამავე დროს დედობის დამსხვრეული თეორია….ასე სჭირდება საქმეს აქ რომ ვარ , თუმცა რომელი საქმეა დედობაზე მეტი მნიშვნელოვანი? გამცემს ვინმე პასუხს? არაფრია, არანაირი საქმე არაა! თუმცა ისე გადავეჯაჭვე ამ რთულ გზას რომელსაც ალალბედათ დავადექი….ჯერ ვერ ვთავისუფლედები, ამ ჯერ ვერ განთავისუფლებაში მეორე წელს ვუახლოვდები ემიგრაცისას, მაგრამ მწარედ მჯერა რომ მესამეში აღარ გადავალ…..

არა არც არავის ვეწუწუნები, ეს ჩემი არჩევანი იყო და ის რთული ცხოვრება რაც ბედნიერი სტუდენტობის შემდეგ ავირჩიე ისიც ჩემი არჩევანი იყო,ოჯახის შექმნას ვგულისხმობ, თუმცა კარგი არჩევანის მქონენიც ხომ აქ არიან ჩემს გვერდით ემიგრაციაში, აქ არიან საუკეთესო ექიმები, პედაგოგები, მხატვრები, პოეტები, მსახიობები, დალაქები, საუკეთესო მზარეულები და უბრალოდ კარგი მამულისშვილები…

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ბაბუა მეკითხებოდა ამას წინათ, თუ ტურიზმი გაქვთ განვითარებული და თუ ამდენი რესურსისა და საბადოს მქონენი ხართ,მინერალური წყლები გაქვთ ბევრი ისტორიული ადგილები , რატო უჭირს შენს ქვეყანასო , ამდენი ქართველები რომ გადმოიხვეწეთ ემიგრანტებათო, მარტო იმის გაკვირვებია ამ უცხო ქვეყანაში, ჩვენი ქართული ბანკი, ჩვენი გზავნილების ოფისები და ყველაფერი ორგანიზებული და მოწესრიგებული გვაქვს, ისიც გაუკვირდა მსოფლიოში 14 დამწერლობაში ერთ ერთი ჩვენია და ხუთ ლამაზ დამწერლობაში მესამე ადგილი ქართულ დამწერლობას უკავია,ბევრი რამე უკვირს ჭკვიანი ხალხი ხართო, პიანინო რო დავუკარი ისე რომ ერთი ნოტი არ ვიცი და მკერავი არა ვარ ისე გაკერვა შემიძლია, ექიმი არ ვარ ნემსს ვაკეთებ და ასე ბევრი ძალიან ბევრი რამე აკვირვებს ჩვენი ქართველების და ჩემი პასუხი რაა არ გაინტერესებთ?

განა ის ვუპასუხო რომ პოზიცია ოპოზიციას ძახილში და ბრძოლაში დაგვემხო თავზე ქვეყანა,განა ის ვუპასუხო რომ საკუთარი ხალხი არ უყვარს ხელისუფლებას, უსწორდება და ციხეებში ამწყვდევს თუ რამე არ მოეწონა,განა ის ვუპასუხო რომ მიწებს გვისხვისებენ და გვიყიდიან? არა ასე როგორ გავლანძღო საკუთარი ერი,საკუთარი პრეზიდენტი და ხელისუფლება …დროებით ხდება ასე მჯერა ყველაფერი ფეხზე დადგება და ჩვენც გვეშველება თქო ვამბობ და თვალები ცრემლით მევსება ,რაღა გვეშველება მოდიან და მოდიან ქართველი ქალები ისევ იტალიაში, სავსეა უმუშევრებით ქვეყანა, სადღაც წავიკითხე 19 წლის გოგო ითხოვს რჩევას ემიგრანტობა უნდა , იმის ნაცვლად რომ სწავლაზე და ბედნიერებაზე იფიქროს სადღაც მოდის მონათ ,მოხუცების მოსავლელად , საწვალებლად … და ამას როდის მოეღება ბოლო….

და ბოლოს როგორი სათაურითაც დავიწყე ისე ვამთავრებ,მართლაც ამ ცხოვრებამ რავუყოთ რომ ვერ დამიგო ფინადაზები, მე მჯერა რომ გაზაფხული მოვა ჩემთვის, შენთვის ,ყველასთვის და სულ ალალ ბედათ არ ვივლით ,ჩვენს საკუთარ მიწაზე და საკუთარ კერიაზე გავითბობთ გაყინულ სულსა თუ გაყინულ ძვლებს და თქვენ ჩემო საქართველოს ხელისუფლებავ მართლაც ამაზე რა პასუხს გასცემდით ჩემს გონიერ და ჭკვიან იტალიელ ბაბუას რომელსაც გული შესტკივა ქართველებზე ,რატომაა საქართველო ასეთი ღარიბი ქვეყანა და რატომ ყავს საქართველოს ამდენი ემიგრანტი?
ავტორი ჭანტურია 2021წელი