თარგმნა ნებისმიერ ენაზე ნოტარიული დამოწმებით 577 546 577 მის: მოსკოვის პროსპ 7

მილანში მოღვაწე ქართველი ქალბატონის, მთარგმნელისა და პოეტის, მელი თურმანიძის საავტორო გადაცემაში, “ლიტერატურული საღამოები მელისთან ერთად“, სტუმრად ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი იმყოფებოდა.

მკითხველს შევახსენებ, რომ გადაცემას საფუძველი პანდემიის დროს ჩაეყარა. როცა ადამიანებს სოციალური კონტაქტები აეკრძალა, მელი თურმანიძემ ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იდეა განახორციელა. მან, იმ დროისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება, სოციალური ქსელი, ონლაინ პლათფორმად გამოიყენა. გადაცემა “ლიტერატურული საღამოები მელისთან ერთად“, ყოველ შაბათს, სტუმრად ქართველ პოეტებს, მწერლებსა და შემოქმედ ადამიანებს პირდაპირ ეთერში მასპინძლობს. ონლაინ, ციფრული მაუწყებლობის სტანდარტის შესაბამისად მაყურებელს საშუალება ეძლევა, გადაცემის სტუმარს კითხვა პირდაპირ ეთერში დაუსვას.

სტატიის სრულად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ სურათს

გასულ შაბათს, გადაცემაში სტუმრად მყოფმა დათო ტურაშვილმა, ქართველი ემიგრანტის კითხვას, ძალიან საინტერესო და სახუმარო პასუხი გასცა: – იტალიაში მოიძიეთ ჯუზეპე გარიბალდის ნათესავები და ჰკითხეთ, როცა ჯუზეპე გარიბალდი დაჭრეს, ვისმა მალამომ გადაარჩინა? ილია ჭავჭავაძემ, რომელიც გარიბალდის მეგობარი და დიდი გულშემატკივარი გახლდათ (მას სამუშაო კაბინეტში ჯუზეპე გარიბალდის ფოტო ეკიდა), თხოვა თურმანიძეებს გაეგზავნათ, თურმანიძეების ცნობილი მალამო, რომელმაც, როგორც ამბობენ, გენერალი გადაარჩინა. ასე რომ თამამად მიადექით გენერალის შთამომავლობას და უთხარით, როგორც ჩვენ გადაგირჩინეთ წინაპარი, ახლა ჩვენც მოგვხედეთო.

როგორც დათო ტურაშვილმა აღნიშნა, ამ ისტორიის დამადასტურებელი ოფიციალური წყაროები არ მოიძებნება, ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი სახით არსებობს.

ჯუზეპე გარიბალდი – იტალიის ეროვნული გმირი, გენერალი ჯუზეპე გარიბალდი, იტალიის რისორჯიმენტოს ლეგენდარული ლიდერი, საოცრად მომხიბვლელი, განსაკუთრებული სიმამაცითა და ულევი ენერგიის მქონე ადამიანი იყო. მისი მთელი ცხოვრება სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო, ხოლო სახელი თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.

წყარო exclusivetv.ge