2021 წლის 6 აპრილს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გიორგი შოშიტაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა საზღვაო სფეროში მომუშავე 3 ბერძნული კომპანიის – Star Bulk, Product Shipping & Trading და Oceanbulk Containers საზღვაო ეკიპაჟის დეპარტამენტის დირექტორ ალექსანდროს ციცონისთან, ქართულ მხარესთან თანამშრომლობისა და საზღვაო გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხის განხილვის მიზნით.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი შოშიტაშვილმა ალექსანდროს ციცონისს გააცნო როგორც საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ისე საზღვაო სფეროში ქვეყნის პოლიტიკა და არსებული ვითარება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ალექსანდროს ციცონისმა გიორგი შოშიტაშვილს მადლობა გადაუხადა მიწოდებული ინფორმაციისათვის და მზაობა გამოთქვა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.

წყარო exclusive TV