თურქეთმა საავიაციო შეზღუდვები გაახანგრძლივა
თურქეთის ხელისუფლებამ საჰაერო მგზავრებისთვის საკარანტინო შეზღუდვები 2022 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას avianews.com ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, თურქეთში შესასვლელად მოგზაურებმა უნდა წარმოადგინონ კოვიდ ტესტის უარყოფითი შედეგი, ვაქცინაციის მოწმობა ან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების მტკიცებულება. ვაქცინაციის მოწმობა ძალაშია, თუ ადამიანმა გაიარა აცრის სრული კურსი და ბოლო დოზის მიღებიდან გავიდა არანაკლებ 14 დღე. თუ მგზავრს ვაქცინაცია ჩატარებული ჯერ…